Saturday, July 9, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
 მარჯვე ხელები. (ზღაპრის გმირები)                                  

პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზიით შექმნან სხვადასხვა სახის ნაკეთობა ნახატები, გამოიყენონ  აპლიკაციები
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლე პატარა ასაკიდან სწავლობს ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას. ვითარდება მისი ფანტაზიის უნარი(ნახატები) და ნატიფი მოტორიკა.(ძერწვის საშუალებით)
პროექტის მიზნები:
მოსწავლე სწავლობს სხვადასხვა საძერწ სშუალებებთან მუშაობას, რაც განავითარებს მის ნატიფ მოტორიკას. შეძლებს მისი ფანტაზიის ქაღალდზე გადმოტანას, აპლიკაციების საშუალებით შექმნის სხვადასხვა ფიგურებს.
მონაწილეთა ასაკი:
5-6 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
მთელი სასწავლო წელი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა იმფორმაციებს მათ საყვარელ ზღაპრის გმირებზე. რომელსაც თან დაურთავენ მათ მიერ შესრულებულ ნახატებს ან აპლიკაციებს. რომელიც საბოლოოოდ აიტვირთება blogg-ზე
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
საძერწი,  სხვადასხვა ფერის აკვარელები, ფერადი ფანქრები, ფუნჯები, სახატავი ქაღალდი, აპლიკაციების ამოსაჭრელი და გასაფერადებელი  რვეული.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები აკონკრეტებენ მათ სყვარელ ზღაპრის გმირებს. ასრულებენ ჩანახატებს. იყენებენ აპლიკაციებს და გასაფერადებელ რვეულებს რომელსაც თან ურთავენ მასზე მოძიებულ სხვადასხვა იმფორმაციებს.წლის ბოლოს მოხდება ამ მასალების პრეზენტაცია(გამოფენის სახით). მოსწავლეები შეფასდებიან პროექტში ჩართულობით და როგორ შეძლებენ თეორიულ მასალასთან მათ მიერ შესრულებული ნამუშევრების დაკავშირებას.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ხელოვნება- ძერწავენ და ხატავენ. კლასგარეშე ლიტერატურა,ეცნობიან  ქართულ და უცხოურ ზღაპრებს.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
გურანდა მუკბანიანი
ხელმძღვანელის. ელ. ფოსტა:
gurandamikbaniani5@gmail.com
პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი:
gurandamukbaniani5.blogspot.com